გიგა ბოკერია

8 Nov. 2023, 16:56

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საბოლოოდ მიღების შემთხვევაშიც კი, ივანიშვლის რეჟიმის პირობებში ჩვენ, რეალურად, კი არ ვუახლოვდებით, არამედ ვშორდებით ევროპას, დასავლეთს.

არცერთი მოქალაქე არ უნდა მოტყუვდეს, რომ კანდიდატის სტატუსის გამო ვითარება ნაკლებ საგანგაშოა ვიდრე აქამდე იყო.

ივანიშვილის რეჟიმის გადარჩევამდე დასავლეთისგან სრული იზოლაციის საფრთხე მხოლოდ გაიზრდება და ამას დღეს მიღებული გადაწყვეტილება, სამწუხაროდ, ვერ შეცვლის.

ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი — პირველ რიგში, ენმ და ლელო, სამოქალაქო ორგანიზაციების არაერთი ლიდერი, რომლებიც ლაივში ელოდებიან ზარ-ზეიმით ევროკომისიის გადაწყვეტილებას (რომელიც უკვე დღეებია, რეალურად, ყველასთვის ცნობილია), ან თავს იტყუებენ ან თვალთმაქცობენ და მოქალაქეებს ატყუებენ

— განაცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ. დღეს, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  4. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  5. საქართველოში მიწისძვრა მოხდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?

მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით მოდულური სასკოლო დროებითი ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს.…