გიგა ბოკერია

11 Jan. 2024, 10:50

საქართველოს საპატრიარქო და საქართველოს ხელისუფლება იოსებ სტალინის გამოსახულებიანი ხატის სამების ტაძარში დაბრძანებით, შეურაცხყოფს საბჭოთა რუსეთის მსხვერპლთა ხსოვნას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს.

საპატრიარქო და მმართველი გუნდი და ყველა ის ადამიანი, რომელიც აღშფოთებას გამოხატავს, მით უმეტეს ძალადობის მუქარით, რეალურად, ემსახურებიან პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის და ზოგადად, კაცობრიობის დაუძინებელი მტრის და ჯალათის, საქართველოს დამოუკიდებლობის დამხობის ინიციატორის, იოსებ სტალინის განდიდებას. ადამიანის, რომლის კისერზეც არის მილიონობით ადამიანის, ასობით ათასი ქართველის და ქართული საზოგადოების საუკეთესო ნაწილის მათ შორის სასულიერო ელიტის განადგურება.

ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა ყველა იმ ადამიანის ხსოვნისა, რომელიც სტალინის რეჟიმმა გაანადგურა და შეურაცხყოფა 1921 წლის ტრაგედიისა, რომლის პირდაპირი ინიციატორიც სტალინი იყო. ეს ხალხი ემსახურება ჩვენი მტრის პროპაგანდას, შეურაცხყოფს ჩვენს წარსულს, საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…