KHIDI

30 Mar. 2024, 13:08

ე.წ "LGBTQI+ პროპაგანდის" წინააღმდეგ დაწყებული კამპანია და წარმოებული საკანონმდებლო ინიციატივა ინსტიტუციური ჰომოფობიის აშკარა გამოვლენაა.

მაშინ, როდესაც ლგბტქ ადამიანები, მათი უფლებების დაცულობის კუთხით, არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან და ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში უთანასწორო მოპყრობის რისკის წინაშე იმყოფებიან, ხელისუფლება, ნაცვლად იმისა რომ დგამდეს ქმედით ნაბიჯებს მათი მდგომარეობის გამოსასწორებლად, აღნიშნული პოპულისტური საკანონმდებლო ცვლილებით ცდილობს თავისუფალი და კრიტიკული აზრის ჩახშობასა და წლების განმავლობაში სისტემურად მარგინალიზებული ჯგუფის მეტად იზოლირებას.

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვნად მივიჩნევთ დისკრიმინაციული საკანონმდებლო ინიციატივის წინააღმდეგ საზოგადოების კონსოლიდაციას და სახელმწიფოს მხრიდან LGBTQI+ ჯგუფის უფლებების რეალურ აღიარებასა და ჯგუფის საჭიროებებზე დაფუძნებული კომპლექსური ზომების მიღებას.

გვჯერა, მსგავსი მავნებლური ინიციატივები განწირულია მარცხისთვის, რადგან ჩვენ ვართ ევროპული, ტოლერანტული და თავისუფალი საზოგადოება, რომელიც ხელოვნურად გაჩენილ კრიზისს, მუდმივად საკადრისად პასუხობს.

— წერია განცხადებაში, რომელიც კლუბმა KHIDI ფეისბუქზე გაავრცელა. ამით ისინი ეხმიანებიან ხელისუფლების მიერ ინიციირებულ საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც, არსებითად, ადამიანის უფლებების, განათლების უფლებისა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…