KHIDI

4 Apr. 2024, 14:50

2023 წლის მარტში ხელისუფლების მხრიდან რუსული კანონის დამტკიცებას საზოგადოებამ კონსოლიდირებული ძალით უპასუხა, რითაც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების შემზღუდველი კანონის წინააღმდეგ ურყევი პოზიცია გამოხატა

ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვლავ დააინიცირეს აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც რუსეთში მოქმედი კანონის ანალოგიაა და ყოველდღიურად თავისუფალი აზრის გამტარი ფიზიკური პირების, მედიებისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების რეპრესირების მექანიზმია

დღეს, როდესაც საქართველოს რეალური შესაძლებლობა ენიჭება გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი და შეძლოს მრავალწლიანი მიზნის რეალიზება, ხელისუფლება რუსული კანონის დაინიცირებით მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქართველი ერის ისტორიულ არჩევანს.

ერთიანი ბრძოლით საზოგადოებას შესწევს ძალა წინ აღუდგეს ხელისუფლების მორიგ უხეშ მცდელობას კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების უგულებელყოფისა და კიდევ ერთხელ დაუპირისპირდეს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ რუსულ კანონს!

წერს კლუბი KHIDI ფეისბუქზე. ის ასე ეხმიანება ხელისუფლების სურვილს, ისევ დააინიციიროს პარლამენტში რუსული კანონი, რომლითაც სურთ, დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო სექტორი "აგენტებად" გამოაცხადონ. ანალოგიური კანონის მიღება "ოცნებას" უნდოდა გასული წლის მარტში, რასაც მძლავრი საზოგადოებრივი პროტესტი, 7-8 მარტის ცნობილი აქციები და საბოლოოდ, კანონპროექტის უკან გაწვევა მოჰყვა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…