ვახუშტი მენაბდე

17 May. 2024, 22:52

კანონი ფიზიკურ პირებზე გაავრცელა პარლამენტმა. თუმცა იქამდე უმრავლესობა გვარწმუნებდა, რომ ის მარტო ორგანიზაციებს შეეხებოდა.

რაშია საქმე?

თუ თქვენ, კერძო პირს სამინისტრო რომელიმე ორგანიზაციის მონიტორინგის ფარგლებში მოგთხოვთ, რომ ინფორმაცია წარუდგინოთ და თქვენ ამას დაუყოვნებლივ არ გააკეთებთ დაჯარიმდებით. ჯარიმის ოდენობა 5000 ლარია.

ყველაზე საინტერესო ის არის რა ინფორმაცია შეიძლება მოითხოვონ თქვენგან?

ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც. მოთხოვნის ზუსტი ფარგლები ბუნდოვანია, მაგრამ ზოგიერთი რამ პირდაპირ ჩაწერეს და ესაა "განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები“, რომელიც უკავშირდება პირის:

- რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას;
- პოლიტიკურ შეხედულებებს;
- რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს;
- პროფესიული კავშირის წევრობას;
- ჯანმრთელობას;
- სქესობრივ ცხოვრებას;
- ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის ან დაზარალებულის სტატუსს;
- მსჯავრდებას, ნასამართლობას, განრიდებას;
- ადამიანით ვაჭრობის ან ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის დანაშაულის მსხვერპლად ცნობას;
- პატიმრობას და მის მიმართ სასჯელის აღსრულებას;
- აგრეთვე ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…