ვახუშტი მენაბდე

29 Aug. 2024, 12:21

"საქმე იმაში ხომ არ არის, რომ მმართველმა გუნდმა ახლა აღმოაჩინა, რომ ქვეყანაში სახელმწიფო რელიგია არ არის — უბრალოდ ამ წუთას მას ხმები სჭირდება. ქართულმა ოცნებამ, ერთი მხრივ, იცის საზოგადოებაში მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტის შესახებ, მეორე მხრივ იცის, რომ საზოგადოების იმ ნაწილში, ვისზეც ის გათვლას აკეთებს, ამ იდეას შეიძლება პოპულარობა ჰქონდეს. ასე ცდილობს რელიგიის თემას ინსტრუმენტალიზაცია გაუკეთოს და გამოდის ინიციატივით, მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადოს.

გასაგებია საპატრიარქოს წარმომადგენლების განცხადებები იმის თაობაზე, რომ ისინი ამ იდეას არ ემხრობიან — არ ემხრობიან იმიტომ, რომ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს მისცემს შესაძლებლობას, ეკლესიის საქმიანობას უფრო ახლოდან შეხედონ. ეს სახელმწიფოს გარკვეულ ლეგიტიმაციას მისცემს, რელიგიის საკითხებთან ახლოს მივიდეს - როგორც განცხადებებიდან მოვისმინეთ, ეს ეკლესიისთვის მისაღები არ არის. ამ თვალსაზრისით ეკლესიის პოზიცია სწორია, რადგან ისინი ეკლესიის დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეს ხედავენ“.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…