მამუკა ხაზარაძე

22 Aug. 2024, 11:35

"ვეთანხმები ბიძინას, ნამდვილად რეფერენდუმია ეს არჩევნები, სადაც ქართველმა ხალხმა უარი უნდა უთხრას სიღატაკეს, ემიგრაციას, სამარცხვინო პენსიებს, ბავშვთა შიმშილს, უმუშევრობას, ნეპოტიზმს, კორუფციას და, რაც მთავარია, რუსეთის ხელისუფლებას! - რუსეთის, სადაც ასე გულამოვარდნილი მიგვაქანებს ბიძინა თავისი რუსული ოცნებით.

დიახ, უარი უნდა ვთქვათ ყველაფერ ამაზე და გავერთიანდეთ იმ თავისუფალ სამყაროსთან, რომელსაც ქართველი ერი ისტორიულად მიეკუთვნება. იქ, სადაც ნამდვილად იქნება დაცული ჩვენი უსაფრთხოება, აწმყოც და მომავალიც. სადაც ყველას გავაცნობთ ვინ ვართ და რანი ვართ სინამდვილეში, თუ რამხელა კონტრიბუცია შეუძლია ჩვენს ერს მსოფლიო თანამეგობრობაში.

ევროპაა ჩვენი არჩევანი და არა ოკუპანტი რუსეთი, რომელმაც ძმები და დები დაგვიხოცა და ტერიტორიები მიითვისა! მერამდენედ უნდა ვიხილოთ შეშინებული ბიძინა სცენაზე, რომელიც დაწერილ ტექსტსაც კი ვერ კითხულობს და ტყვიაგაუმტარი შუშის აკვარიუმიდან ესაუბრება ხალხს. ასეთი სამარცხვინო და კაპიტულანტური ხელისუფალი არასდროს ჰყოლია ჩვენს ქვეყანას!

26 ოქტომბერი ქართველი ხალხის გამარჯვების დღეა, სადაც რუსულ ხელისუფლებას გავუშვებთ იქ, სადაც მათ ელოდებიან, თავიანთ პატრონებთან!

ქართველი ხალხის გამარჯვება ახლოსაა!

ძლიერია საქართველო!"

წერს პარტია ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე და 21 აგვისტოს, მცხეთაში, ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…