მამუკა ხაზარაძე

29 Aug. 2024, 14:06

"საკონსტიტუციო სასამართლო ამ წუთებში განიხილავს სარჩელს, რომლითაც ჩვენ, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ მოვითხოვთ რუსული კანონის შეჩერებას, რომელსაც შედეგად უკვე მოჰყვა არაერთი გაჩერებული საერთაშორისო დახმარება თუ პროექტი, რაზეც უამრავი ჩვენი თანამოქალაქის ჯანმრთელობა, განათლება და მომავალი იყო დამოკიდებული!

ამ ორ დღეში დავინახავთ, რამდენად თავისუფალია სასამართლო რუსული მთავრობის წნეხისგან — ეს არის მათთვის ტესტი - დადგება საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების გვერდით, რომელმაც აპრილის აქციებზე უპრეცედენტო ერთობა აჩვენა თუ დადგება აკვარიუმში გამოკეტილი, ხალხთმოძულე "უხეირო დიქტატორის" მხარეს!

ტრაგედიაა საკითხი ასე რომ დგას, თუმცა ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს მმართველი რუსული ძალის ნამდვილ სახეს და კიდევ უფრო დიდი მოტივაციით მივალთ 26 ოქტომბრამდე, რომ საბოლოოდ დავასრულოთ ის!

ბიძინა ივანიშვილს მინდა ვუთხრა — საბოლოო სიტყვას მაინც ქართველი ხალხი იტყვის!

აუცილებლად გავათავისუფლებთ ჩვენს ქვეყანას ხელისუფლებისაგან, რომელიც ემსახურება რუსეთს და შევცვლით მას ხელისუფლებით, რომელიც ემსახურება ქართველ ხალხს. ერთად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს!"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…