ნინო წილოსანი

23 Aug. 2024, 16:26

"ირაკლი კობახიძე არის ერთ-ერთი უძლიერესი იურისტი, კონსტიტუციონალისტი და უძლიერესი პოლიტიკოსი. ამიტომ მისი მხრიდან ამ განცხადების გაკეთება პირდაპირ ჩვენი ამომრჩევლის და ქართული საზოგადოების ინტერესს და მოთხოვნას ასახავს, რასაც ჩვენი ამომრჩეველი 26 ოქტომბერს ქართული ოცნებისთვის ხმის მიცემით დააფიქსირებს.

ჩვენი მხრიდან მაქსიმუმი გაკეთდება, რომ ყველა ის პარტია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის საფარქვეშიდან ხელოვნურად არის გამოსული, მაგრამ რეალურად სწორედაც ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს, პასუხისმგებლობას ვერ გაექცეს - იქნება ეს პოლიტიკური თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობა!

როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, პროცესი შეიძლება დაიწყოს და იყოს როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, ასევე პროკურატურაში შეტანილი სარჩელი.

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ყველა მათი მავნებლური მოქმედება, ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რასაც ისინი აკეთებდნენ ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში ყოფნისას, გამოაშკარავდეს. ეს სახალხო პროცესი უნდა იყოს!

მოსახლეობამ უნდა მიიღოს პასუხი, რომ ნაციონალური მოძრაობა გასამართლდეს“


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…