ნინო წილოსანი

26 Aug. 2024, 14:59

“არ ვეცნობი რუსეთში გაკეთებულ განცხადებებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩვენი ოპოზიცია და მისი მეგობარი, პარტიული ტელევიზიები ამ განცხადებებს წამოწევენ ხოლმე. საინტერესოა, რომ რუსეთიდან გაკეთებული განცხადებები 99%-ში ემთხვევა და აწყობს ოპოზიციურ ნარატივს და სწორედ ამისთვის იყენებენ ამ შემთხვევაში, ამ განცხადებასაც. არ ვკონცენტრირდებოდი იმაზე, რა განცხადება გაკეთდა ჩრდილოეთიდან, იდენტური განცხადებები მოვისმინეთ ახლახან ჩინეთის ხელისუფლებიდან და არა მხოლოდ. ქართველი საკმაოდ გონიერია იმისთვის, რომ არა გარედან შემოსულ განცხადებებზე, არამედ შიგნით არსებულ სიტუაციებზე დაყრდნობით გააკეთოს დასკვნები. ეს დასკვნები არის ფაქტი, რომ ყოველ წელს წელიწადში რამდენჯერმე ჩვენი სახელმწიფო იყო რყევის და გადატრიალების საფრთხის წინაშე. ვის ინტერესში იყო, ვინ აკეთებდა, აფინანსებდა... ვინ ასრულებდა, ნათელია, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლომდე ნათელი არაა, ვინ უკვეთავდა ამ ყველაფერს და ვის ინტერესში იყო. ჩვენ მიერ მიღებული “გამჭვირვალობის კანონი”, ვფიქრობთ, დიდწილად დაეხმარება თეთრის და შავის გარჩევას. ვინ არის ამ ქვეყნისთვის მტრულად თუ მეგობრულად განწყობილი და რა ფორმით ეხმარება ქვეყნის განვითარებას, ეს კარგად გამოჩნდება “გამჭვირვალობის კანონის” სრულად ამოქმედებით”.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  4. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  5. საქართველოში მიწისძვრა მოხდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?

მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით მოდულური სასკოლო დროებითი ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს.…