თამარ კორძაია

თამარ კორძაია

3 Sep. 2024, 14:35

"დღეს ამოქმედდა რუსული კანონის სანქციების ნაწილი. ჩვენმა საზოგადოებამ უკვე ძალიან კარგად დაინახა ამ კანონის მიღების მავნე შედეგები.

ფინანსური დახმარება შეუწყდათ ადგილობრივ და თვითმმართველობის წარმომადგენლებს. უდიდესი დარტყმა მიიღო მედიამ და ჟურნალისტებმა, ფინანსური დახმარება ასევე შეუჩერდათ შშმ პირებს, სოციალურად დაუცველ ბავშვებს, ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს - ქალებს და ბავშვებს. ასევე მცირე მეწარმეებს, ფერმერებს, რომლებიც იღებდნენ დასავლეთისგან ფინანსურ მხარდაჭერას.

დღეს ჩვენ გადავედით კიდევ უფრო ახალ, მძიმე ფაზაში, რადგან დღეს ის სუბიექტები, ვინც საზოგადოებას აწვდიდნენ ინფორმაციას ხელისუფლების კორუფციული გარიგებების შესახებ, კალაძისა და ღარიბაშვილის მრავალათასიანი საათების შესახებ. ჟურნალისტები, რომლებიც საუბრობდნენ მთაში არსებულ გაჭირვებაზე, მთაში მცხოვრები ადამიანების პრობლემებზე, უშუქობაზე, უგზოობაზე, ეს ადამიანები უკვე ექვემდებარებიან
სანქცირებას და სანქციები ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ არის ძალიან მაღალი და ამას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ გააჩუმონ ჟურნალისტები და გააჩუმონ თავისუფლებისთვის მებრძოლი საზოგადოების წარმომადგენლები.

საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება და არ გამოუქვეყნებია თავისი პასუხი იმასთან დაკავშირებით, აჩერებს თუ არა კანონის მოქმედებას, რადგან მან კიდევ უფრო არ დააზიანოს საქართველოს სამომავლო პერსპექტივა. ჩვენ დავინახეთ ერთი რამ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ზურგი აქცია თავის ქვეყანას და საკუთარ საზოგადოებას, თავის მოქალაქეებს, იზოლაციაში მოაქცია საქართველო, მაგრამ 26 ოქტომბერს აუცილებლად ჩვენ ერთი გაფერადებით დავიბრუნებთ ჩვენს მომავალს, თავისუფლებას და კეთილდღეობას ევროპაში."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  4. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  5. საქართველოში მიწისძვრა მოხდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?

მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით მოდულური სასკოლო დროებითი ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს.…