თამარ კორძაია

თამარ კორძაია

13 Sep. 2024, 12:46

"კომუნიკაციების ეროვნული კომისია კახა ბექაურისა და ვახტანგ აბაშიძის მეთაურობით ივანიშვილის დავალებების ნომერ პირველი შემსრულებლები გახდნენ. კომუნიკაციების კომისიამ 2024 წლის არჩევნების წინ დაიწყო უპრეცედენტო ცენზურა მედიასთან და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში. ჩვენ უკვე რამდენიმე დღეა თვალს ვადევნებთ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებს, რომლითაც ისინი ყოველდღიურად წერენ სამართალდარღვევის ოქმებს მაუწყებლებთან მიმართებაში. გუშინ სამართალდარღვევის ოქმი გამოუწერეს ოთხ ტელეკომპანიას - ტვ პირველი, ფორმულა, მთავარი არხი და საზოგადოებრივი მაუწყებელი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის შინაარსი, რის გამოც გამოუწერეს ამ ტელევიზიებს სამართალდარღვევა, რომელიც მდგომარეობს თურმე იმაში, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების რეკლამას უშვებს წინასაარჩევნო პერიოდში კანონმდებლობის სრული დაცვით, მაგრამ კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელმა, ბატონმა ვახტანგ აბაშიძემ, მონიტორინგის სამსახურმა გადაწყვიტა, რომ ეს არ არის ხელსაყრელი ქართული ოცნებისათვის და ერთი დღის წინ მთავარი არხისთვის მიცემული განმარტება გადათქვეს და სხვანაირი განმარტება გააკეთეს. კომისიის წევრებო დაფიქრდით რა მდგომარეობაში გაგდებთ ის მორჩილება, რასაც თქვენ ავლენთ ქართული ოცნების დავალებების მიმართ."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…