ქვიზი: როგორ გახსოვთ საგამოცდო პროგრამიდან განდევნილი ნაწარმოებები?
ფოტო: On.ge
დღეს განათლების სამინისტრომ 2025 წლის ეროვნული გამოცდების პროგრამები გაავრცელა, რომელთა შესწავლის შემდეგ საზოგადოებამ თავზარდამცემი სიახლე შეიტყო — ქართული ენის საგამოცდო პროგრამიდან ამოღებულია ისეთი მნიშვნელოვანი, რუსულ თუ სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მებრძოლი ნამუშევრები, როგორებიცაა ვაჟა-ფშაველას კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი, ილია ჭავჭავაძის ბედნიერი ერი, პასუხის პასუხი, გალაკტიონ ტაბიძის მშობლიური ეფემერა, აკაკი წერეთლის აღმართ-აღმართ, პაოლო იაშვილის პოეზია, პოლიკარპე კაკაბაძის ყვარყვარე თუთაბერი.
საგანგაშოა ის ფაქტი, რომ მთავრობა ისეთ ლიტერატურულ შედევრებს, რომლებიც კრიტიკულ აზროვნებას ავითარებს და აბიტურიენტებს დიქტატორული სისტემისადმი კითხვების დასმისკენ უბიძგებს, ეროვნული საგამოცდო პროგრამიდან დევნის და ამით მათ მნიშვნელობას უკანა ფლანგზე სწევს.
შეამოწმე, რამდენად გახსოვს ის ნამუშევრები, რომლებიც ქართველმა ავტორებმა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ერის სახსნელად და ხალხის გასაერთიანებლად შექმნეს:
ქვიზი: როგორ გახსოვთ საგამოცდო პროგრამიდან განდევნილი ნაწარმოებები?
ტესტის დაწყება1 / 7 რომელი ნაწარმოებიდანაა შემდეგი მონაკვეთი:
"ხალხი თავის მტერია, თუ არ მოწყემსე, უჭკუო საქონელივით ხრამში გადავარდება... თუ შნო გაქვს, ჯოხს თვითონ მოგცემს, ოღონდ ძალიან ჭკვიანად უნდა დაარტყა."
- პოლიკარპე კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"
- ილია ჭავჭავაძის "პასუხის პასუხი"
- გურამ რჩეულიშვილის "ალავერდობა"
- ჯემალ ქარჩხაძის "იგი"
2 / 7 თუ იცი, რომელი ავტორის სიტყვებია:
"განავითარეთ ყოველი ერი იქამდის, რომ კარგად ესმოდეს თავისი ეკონომიური, პოლიტიკური მდგომარეობა, თავის სოციალური ყოფის ავკარგი, მოსპეთ დღევანდელი ეკონომიური უკუღმართობა და, უეჭველია, მაშინ მოისპობა ერთისაგან მეორის ჩასანთქმელად მისწრაფება, ერთმანეთის რბევა, ომები, რომელიც დღეს გამეფებულია დედამიწის ზურგზე."
- არჩილ ჯორჯაძის "ერთა სოლიდარობა"
- ილია ჭავჭავაძის "ჩვენი ლიტერატურის დღევანდელი ყოფა"
- ვაჟა-ფშაველას "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი"
- მიხეილ ჯავახიშვილის "მინისტრთა პასუხისმგებლობა"
3 / 7 რომელ პოეტს ეკუთვნის შემდეგი სტროფები:
"და ვიფიქრე: "ჩემი სატრფო სად არი? ნისლი ჰბურავს, თუ დღე უდგას სადარი?" გავიხედე, ვნახე, რომ სხვას ჰმონებდა! გამიკვირდა! ვსთქვი: "მტერს როგორ მონებდა? მოხიბლულა, შემცდარია, ის არი!.. ალერსით მთვრალს ვერ უხილავს ისარი!" მივაძახე: "ჭინჭარში ნუ ვარდები!.. ნუ გგონია იქ ია და ვარდები!"
- გიორგი ლეონიძეს, ლექსში "ყივჩაღის პაემანი"
- ტიციან ტაბიძეს, ლექსში "ანანურთან"
- აკაკი წერეთელს, ლექსში "აღმართ-აღმართ"
- ანა კალანდაძეს, ლექსში "ვაჟაო, დილის მზის სხივო"
4 / 7 რომელი მწერალი წერს შემდეგ სიტყვებს ქართველ ერზე?
"ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?! მტვერწაყრილი, თავდახრილი, ყოვლად უქმი, უდიერი; უზღუდონი, გზამრუდონი. არგამტანი და ცბიერი, მტრის არმცნობი, მოყვრის მგმობი, გარეთ მხდალი, შინ ძლიერ; არრის მქონე, არრის მცოდნე, უზრუნველი და მშიერი."
- ილია ჭავჭავაძე, ლექსში "ბედნიერი ერი"
- ნიკოლოზ ბარათაშვილი, ლექსში "ფიქრნი მტკვრის პირას"
- ვაჟა-ფშაველა, ლექსში "ჩემი ვედრება"
- აკაკი წერეთელი, პოემაში "თორნიკე ერისთავი"
5 / 7 ერთობით მტრის დამარცხებაზე რომელ პოემაში ვკითხულობთ შემდეგ სტროფებს:
"მკვდარია უგრძნობი კაცი, უსაზარლესი მკვდარზედა, მით რომე სიცოცხლე უდგას სალის ყინულის ტახტზედა. არ ებრალება მოყვასი, მის წინ რო აცვან ჯვარზედა. ისე მოკვდება, ვერ შედგეს ერთს წამს ტრფობისა მთაზედა. შორს არის, მეტად შორს არის დაშორებული მაზედა. ჭაობში არის ჩაფლული, ვიცნობ მოწამლულს ხმაზედა. საზარელია დადგომა უგრძნობელობის გზაზედა"
- აკაკი წერეთლის "თორნიკე ერისთავში"
- ვაჟა-ფშაველას "ბახტრიონში"
- ილია ჭავჭავაძის "მეფე დიმიტრი თავდადებულში"
- ვაჟა-ფშაველას "ალუდა ქეთელაურში"
6 / 7 რომელ ნაწარმოებში მიმართავს ილია ჭავჭავაძე უფროს თაობას?
" ლიბერალობა, პატრიოტობა სალანძღავ სიტყვად არ გაგვიხდია; თქვენგან ჩაგრული, დაბრმავებული, ერი ჯვრებზედ არ გაგვიყიდია."
7 / 7 რომელ ნაწარმოებში ვკითხულობთ შემდეგ მონაკვეთს:
რამდენადაც ბრძოლა გაცხარდების, რამდენადაც საქმე გაჭირდების, იმდენადაც გამარჯვებას მეტი ფასი ექნების... რაი ვუყოთ, რომ ერთზედ ათი მოვა?! ასიც რომ მოვიდეს, მაინც გამარჯვება ჩვენი იქნების, იმად რომ ჩვენ ღმერთთანაც და კაცთანაც მართალნი ვართ...
- ილია ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივი"
- ვაჟა-ფშაველას "სტუმარ-მასპინძელი"
- ნიკო ლორთქიფანიძის "შელოცვა რადიოთ"
- ალექსანდრე ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები