ჯიმ რიში

13 Dec. 2024, 16:09

"ახლახან გვქონდა შესაძლებლობა, საქართველოს პრეზიდენტთან გვესაუბრა და იქ არსებული ვითარებით ისევ იმედგაცრუებულები ვართ. ამის მიუხედავად, იმედი ჯერ კიდევ არის. დავამტკიცეთ კანონპროექტი, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციას შესაძლებლობას აძლევს, სანქციები დაუწესოს იმ ადამიანებს, რომლებიც ამას იმსახურებენ. ეს საიდუმლო არაა. ჩვენ ვიცით, ისინი ვინ არიან. ბაიდენის ადმინისტრაციამ იცის, ისინი ვინ არიან, ამიტომ მოდი, ეს გავაკეთოთ.

ღრმად იმედგაცრუებული ვარ, რომ ეს აქამდე არ განგვიხორციელებია. სანქციების დაწესება ამ ქვეყანას [აშშ-ს] არ დატვირთავს. ეს მარტივი საქმეა და იმ ადამიანებს ნამდვილად დააწვება ზურგზე, ვისაც სანქციებს დავუწესებთ. შესაბამისად, ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. არ მესმის, რატომ ვყოვნდებით? არაკომპეტენტურობის ბრალია? სიზარმაცის? უბრალოდ ვერ აბამენ თავს? მათ ვესაუბრეთ, მაგრამ მაინც არაფერი კეთდება. ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ გააკეთოს ის, რაც საჭიროა. მიჰყევით კანონს, რომელიც ჩვენ დავაწესეთ, გამოიყენეთ შესაძლებლობა სანქციებისთვის"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…