ჯიმ რიში

13 Dec. 2024, 16:46

"რუსული იმპერიის აჩრდილი ისევაა ამ ქვეყანაში [საქართველოში] და ეს იქ მიმდინარე მოვლენებზე აისახება. ტაქტიკა, რომელსაც ამჟამინდელი ხელისუფლება იყენებს, იგივეა, რაც რუსეთში. ის ბრუტალურია და წამებას მოიცავს. ასევე, დაკავებებს და იმ ყველაფერს, რაც საბჭოთა კავშირის გადმონაშთია. ეს ის არაა, რაც ქართველ ხალხს სურს.

საიდან ვიცი ეს? საქართველოს კონსტიტუციაში განმარტებულია, რომ ისინი ევროკავშირის წევრობისკენ იღვწოდნენ და იღვწიან. როცა ეს მოხდება, რა თქმა უნდა, ქვეყანაში მდგომარეობა რადიკალურად შეიცვლება. ისინი გადავლენ უფრო დასავლურ ღირებულებებზე, ვიდრე მათ საბჭოთა კავშირმა უანდერძა. ესაა ის გზა, საითკენაც ქართველ ხალხს სურს წასვლა.

ეს მხოლოდ კონსტიტუციაში როდია. გამოკითხვების თანახმად, მოქალაქეთა 80%-ს უნდა, რომ ევროკავშირსა და ნატოს შეუერთდეს. რა გააკეთა ამისთვის ამჟამინდელმა მთავრობამ, ქართულმა ოცნებამ? მათ საზარელი რამ გააკეთეს, რამაც შედეგად დაკავებები და წამება მოიტანა. ის, რასაც ავტოკრატიული მთავრობები სჩადიან მაშინ, როცა რაღაცის მიღწევა სურთ.

ქართველი ხალხი უმოქმედოდ არ მდგარა და ეს უბრალოდ არ დაუშვია. ბოლო კვირების განმავლობაში ქვეყანაში პროტესტი უხვად იყო. იყო ძალადობრივი მოვლენებიც, რადგან "ქართული ოცნება" იმ ადამიანების წინააღმდეგ მოქმედებს, რომლებიც უბრალოდ ცდილობენ, საქართველოს მიზნისკენ სწრაფვა განაგრძონ — მიზნისკენ, რომელიც გამოხატულია როგორც კონსტიტუციაში, ისე ხალხში".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…