მამუკა მდინარაძე

17 Dec. 2024, 15:34

"საჯარო მოსამსახურეებისთვის ენა ამოიღესო — ხო ცალსახა ტყუილია? მაგრამ იბრაზებენ თავს. თუ სტრუქტურული ხელმძღვანელზე და მოადგილეზე წუხან, ძალიან საინტერესო ამბავია და აქ შეგვიძლია ჩვენ დავაყენოთ ინიციატივა, ამაზე წუხან? ბოდიში და "სატოპკე აგვიწიონ", დათო მათიკაშვილს ჰქონდა ინიციატივა ამ დღეებში და მეც დავწერე, მაშინ ავდგეთ და ჩავწეროთ — გასაგებია მუშა ხელი თუ დაგჭირდება, დამლაგებელი, ტექნიკური პერსონალი და სხვა, მათთვის გამონაკლისს დავუშვებთ, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელზე, მრჩეველზე და ა.შ. ჩავწერთ, დიდი სიამოვნებით. არ ყოფილა, კი არ ამოგვიღია — არ ყოფილა ასეთი ამბავი. ე.წ. სატოპკე აგვიწიეს, ახლა ჩავწერთ, დავით მათიკაშვილის ამ ინიციატივას დავეთანხმებით ახლა და გეუბნებით, სტრუქტურული ხელმძღვანელისათვის, მისი მოადგილისათვის და სხვა სახელშეკრულებო პირობებით აყვანილი თანამდებობის პირებისათვის სავალდებულო არ იყო და გახდება ქართული ენის ცოდნა! არ იყო და გახდება, ესე უნდოდათ?

საქართველოში ცხოვრობს, უნდა რომ იყოს გარკვეულ პოზიციებზე (მე არ ვლაპარაკობ ტექნიკურ პერსონალზე) გამონაკლისს დავტოვებთ, ხელმძღვანელობა უნდა? მინისტრის მრჩევლობა, პრემიერის მრჩევლობა, პარლამენტის თავმჯდომარის და ა.შ. — კეთილი ინებოს და რაღაც ელემენტარულ დონეზე ისწავლოს ქართული ენა."

ამბობს მამუკა მდინარაძე საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, არაერთი იურისტის თქმით, სხვა მძიმე, ადამიანის უფლებების შემლახველი ნორმების გარდა ქართული ენის ცოდნა სექტორში დასაქმებული შუა რგოლის თანამშრომლისთვის არასავალდებულო ხდება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…