მამუკა მდინარაძე

18 Dec. 2024, 13:19

"ღია წყაროებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უნგრეთი, სლოვაკეთი და სხვა ქვეყნები უჭერდნენ მხარს საქართველოს. რომელი სხვა ქვეყნები? თუ არა ეს სამი ქვეყანა, მაშინ უნდა გვითხრან, ვიღაცამ უნდა გაბედოს და დაასახელოს. ლუქსემბურგზეც იყო საუბარი და რადგან ჩვენ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით უტყუარად არ გვიდასტურდებოდა, ირაკლი კობახიძეს არ უხსენებია. მათ შორის, ღია წყაროებშია მოხსენიებული რუმინეთი.
წარმოიდგინეთ, რიკარდ იოზვიაკი, რომელიც წინასწარ ავრცელებს ხოლმე განცხადებებს […] რაც შემდეგ ყოველთვის დასტურდება. მის ინფორმაციაში ნახსენებია რუმინეთი. რატომ მოხდა ისე, რომ იოზვიაკის განცხადებაში იყო ნახსენები და რუმინეთმა მყისვე უარყო ეს ინფორმაცია? რა ხდება ისეთი, რომ ან იოზვიაკი იტყუება დავუშვათ, ან რაღაც სხვასთან გვაქვს საქმე. ჩვენ აღარ ჩავაყენებთ უხერხულ მდგომარეობაში არავის, ნახევრად ხუმრობით, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, აწი თუ ვინმე მხარს დაგვიჭერს, ჯერ ვიკითხავთ ხოლმე მადლობა რამე უხერხულობას ან პრობლემას ხომ არ შეუქმნის და ამის შემდეგ გადავუხდით ხოლმე მადლობას"


ცნობისთვის, "ოცნების" პრემიერმა 17 დეკემბერს მადლობა გადაუხადა ხუთ ქვეყანას - ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიციის დაფიქსირებისთვის, აღნიშნული ხუთი ქვეყნიდან სამმა - იტალიამ, ესპანეთმა და რუმინეთმა, განცხადებიდან რამდენიმე საათში, ეს ინფორმაცია უარყვეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…