ვოლოდიმირ ზელენსკი

27 Dec. 2024, 23:11

"მადლობელი ვარ შეერთებული შტატების ქართველი ხალხისა და მთელი ჩვენი რეგიონის მხარდასაჭერად მისი ძლიერი ნაბიჯისთვის - ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის.

ივანიშვილი დღეს თბილისის ფაქტობრივი მმართველია და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო პუტინის კონტროლის ქვეშ მოაქციოს. ჩვენს რეგიონში ნებისმიერი ქვეყნის დაკარგვა, ერთი ხალხისთვის დემოკრატიის დანგრევა და დანაშაულებრივი რუსული გავლენის გავრცელება საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს, ყველა ხალხს.

უკრაინამ უკვე გამოიყენა სანქციების სრული კომპლექტი ივანიშვილისა და მისი მაფიოზური ჯგუფის მთავარი ფიგურების წინააღმდეგ. ახლა კიდევ ერთი მტკიცე ქმედება-ძლიერი ამერიკული სანქციები. და ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ევროპელ პარტნიორს, ყველა პარტნიორს მსოფლიოში, ვინც აფასებს ხალხთა ნორმალურ ცხოვრებას და თავისუფლებას, გამოიყენონ სწორედ ასეთი სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ, რათა მან გააცნობიეროს თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობის განადგურებისა და ქართველი ხალხის დამცირების ფასი.

ჩვენ გვჯერა, რომ ვერც ერთი მაფიოზი ვერ შეძლებს თავისუფალი ხალხების ოჯახში, ევროპულ საზოგადოებაში ქართველი ხალხის თავისუფალ ცხოვრებაზე ოცნების მოპარვას, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…