ვოლოდიმირ ზელენსკი

15 Feb. 2025, 17:19

"რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა მომითხრო მისი საუბრის შესახებ პუტინთან. მას არც ერთხელ უხსენებია, რომ მაგიდასთან ამერიკას ევროპა სჭირდება — ეს ბევრს ამბობს. ძველი დღეები, როცა ამერიკა ევროპას მხოლოდ იმიტომ უჭერდა მხარს, რომ ამას ყოველთვის აკეთებდა, დასრულდა. 

[...] მოდი, ვიყოთ გულწრფელები — ჩვენ ახლა ვერ გამოვრიცხავთ, რომ ამერიკამ შესაძლოა უარი უთხრას ევროპას უსაფრთხოების საკითხებზე. ბევრმა ლიდერმა ისაუბრა ევროპის შესახებ, რომელსაც სჭირდება საკუთარი სამხედრო ძალები — ევროპის არმია.

[...] გუშინ აქ, მიუნხენში, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა ცხადად განაცხადა — ევროპასა და აშშ-ს შორის ძველებური ურთიერთობების დეკადები სრულდება. აქედან მოყოლებული, რაღაცები სხვანაირად იქნება და ევროპა ამას უნდა მოერგოს.

[...] როგორც ჩანს, დღეს NATO-ში ყველაზე გავლენიანი პუტინია, იმიტომ რომ, მას შესწევს ძალა დაბლოკოს NATO-ს გადაწყვეტილებები. უკრაინა არასდროს დაეთანხმება ჩვენს ზურგს უკან, ჩვენი მონაწილეობის გარეშე მიღებულ შეთანხმებებს — ეს წესი უნდა გავრცელდეს ევროპაზეც. არ უნდა იქნეს გადაწყვეტილებები მიღებული უკრაინაზე უკრაინის გარეშე, ევროპაზე ევროპის გარეშე. ევროპას უნდა ჰქონდეს ადგილი მაგიდასთან, როცა გადაწყვეტილება მიიღება ევროპის შესახებ"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…