თამთა მიქელაძე

23 Jan. 2025, 23:17

"თეატრების წინააღმდეგობაზე დავწერ. ახლა თვალცრემლიანი ვუსმენ გზაში მათ გამოსვლებს და ვფიქრობ, საიდან მოვიდა ამ ადამიანებში ჩვენი რეალობის, ისტორიის, ტრავმების ასეთი ნამდვილი და ემოციური აღქმა.

პირველ რიგში ეს ალბათ იმის დამსახურებაა, რომ თანამედროვე თეატრებმა დაიწყეს ჰეროიკული, მეტა-სიმბოლოებზე და გრძნობებზე დაფუძნებული პიესებიდან, თანამედროვეობაზე, ყოველდღიურობაზე და ადამიანზე დაფუძნებულ პიესებზე და სპექტაკლებზე მუშაობა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ სწორედ ეს სივრცეები გახდა ჩვენს რეალობაზე ფიქრის და ტკივილის რეფლექსიის საინტერესო ადგილები. ეს ფიქრი შეიძლება იმაზე ავთენტურიც კია, ვიდრე ტრადიციულ ინტელექტუალურ და საზოგადოებრივ სივრცეებში მიმდინარე პროცესები.
ამავდროულად წულუკიანის რეპრესიებმა ამ საზოგადოებას პოლიტიკური გამოფხიზლება უფრო ადრე დააწყებინა. მათ ისწავლეს თვითორგანიზება, სოლიდარობა, წინააღმდეგობა და წინა წლების გამოცდილებამ ისინი ძალიან მედეგი გახადა.

ეს მსახიობები თვისებრივად ახალი ტიპის ელიტას ქმნიან. რეჟიმებთან კოოპტირებული ინტელიგენციის ნაცვლად, უფრო საზოგადოებრივ, უფრო კრიტიკულ, უფრო ფხიზელ კულტურულ ელიტას.

დიდი მადლობა მათ".

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში ახალი თეატრის მსახიობების საპროტესტო მანიფესტს ეხმაურება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…