თამთა მიქელაძე

24 Jan. 2025, 22:38

დღეს დილით კახა კალაძემ თბილისის ზღვაზე 14 საცხოვრებელი სახლი დაანგრია, სადაც ღარიბი ოჯახები, ვეტერანი შშმ პირები და ბავშვები ცხოვრობდნენ.

ეს ღარიბი ოჯახების მიერ ქალაქის პერიფერიაში, მუნიციპალურ მიწებზე თვითგადარჩენის მიზნით ხელით შეკოწიწებული პატარა სახლები და ბარაკები იყო.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის დეკემბრის თვეში კალაძემ აფრიკაში დაუნგრია სახლები ხელმოკლე ოჯახებს და ახალი წლის წინ ქუჩაში დატოვა გამწარებული; 2022 წლის იანვარში ორხევში იგივე გააკეთა კალაძემ.

თვითმმართველობა, რომელსაც, პირიქით, უსახლკაროების დაცვის ვალდებულება აკისრია, უსახლკაროებს, რომლებიც თავის გადარჩენას თვითდახმარებით ცდილობენ, ნგრევით და დევნით პასუხობს და ჭერის გარეშე, სრულიად დაუცველს ტოვებს.

თან ამას აკეთებს მერი, რომელსაც სამშენებლო მაფია აქვს ქალაქში და მის მიერ დაკრიშული სამშენებლო კომპანიები კანონის დარღვევით აშენებს ცათამბჯენებს ქალაქის არა ერთ ადგილას.
თან ამას აკეთებს, მერი, რომელმაც მის ბატონს, ბიძინა ივანიშვილს ქალაქის არა ერთი ცენტრალური და ისტორიული ადგილი ბეტონის ჯოჯოხეთად აქცევინა;

თან ამას აკეთებს მერი, რომელიც მილიონერია და თბილისში თუ სხვა ქალაქებში ათასობით კვ. მ სახლები და მიწები აქვს და საათებით და სხვა ფუფუნების ნივთებით გოიმურად პოზირებს;
თან ამას აკეთებს, მერი, რომელიც ოჯახების სიწმინდის დაცვაზე ლაპარაკობს და პირდაპირ გაგებით ოჯახებს უნგრევს სახლებს შუა ზამთარში, -1 გრადუსში.

აი ეს ფარისევლობა, არაადამიანობა და უთანასწორობა რამდენი ხანი უნდა მივიღოთ, როგორც ნორმალური?!

როდემდე უნდა დაიჯეროს ჩვენი მოქალაქეების ნაწილმა, რომ კალაძე და "ქართული ოცნება" ადამიანების ინტერესებისთვის რამეს აკეთებენ, ან გააკეთებენ. კომენტარში გავაზიარებ ჩვენს დეტალურ განცხადებას ამ საკითხზე"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…