სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

5 Feb. 2025, 18:24

„ჩვენ გვაქვს საზოგადოების მიმართ ძალიან ბევრი მხარდამჭერი განცხადება, კრიტიკა რეჟიმის გადაწყვეტილებების მიმართ, მაგრამ ჯერ არა სრული კვალიფიკაცია, რომ ეს არის სრული დიქტატურა, რუსული ყაიდის დიქტატურა და ეს უნდა ითქვას. უნდა იყოს ჩვენი და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი მოთხოვნა, რომ არჩევნები ჩატარდეს იმიტომ, რომ პოლიტიკური ქმედება არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი, ეს არის ახალი არჩევნები. სხვა გზა არ არსებობს გარდა არჩევნებისა. ძალიან სწორად, ძალიან ბრძნულად, ჩვენმა საზოგადოებამ გაიგო, რომ ეს არის ერთადერთი მოთხოვნა, რაც შეიძლება არსებობდეს და რასაც შეიძლება ჩვენმა პარტნიორებმა მხარი დაუჭირონ.
ამასთან ერთად, სინდისის პატიმრების გათავისუფლება უნდა იყოს ყოველდღიური მოთხოვნა. ვიცით, რომ რეპრესიული რეჟიმი ამას არ აკმაყოფილებს იმთავითვე, მაგრამ ზეწოლა უნდა იყოს ყველა მიმართულებით. ზეწოლა უნდა იყოს იმ ქართულ ბიზნესზეც, რომელმაც ჯერ ვერ გაიგო, ვისი ბედია დაკავშირებული ამ ქვეყნის ბედთან და არა რუსეთთან. ზეწოლა უნდა იყოს „საზმაუს“ მიმართ, რომელიც დაკავშირებული იყო ევროპულ ბორდთან და იქიდანაც უნდა იყოს ზეწოლა, რათა შეწყდეს შიდა რეპრესიები, რომელიც დღეს ვრცელდება პრაქტიკულად ყველა უწყებაზე.
როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, მე მინდა ვთქვა, რომ სრულიად მიუღებელია ის, რაც გამოცხადდა, რომ შეიძლება ეს რეპრესიები და დათხოვნები შეეხოს ასევე თავდაცვის სამინისტროს, რამეთუ ეს არის ჩვენი ქვეყნის საყრდენი, დამოუკიდებლობის საყრდენი და არ შეიძლება ამ უწყების რამენაირად პოლიტიზება. მე მინდა მივმართო ჩვენს სამხედრო ძალებს, მე ბოლომდე, ყოველთვის ვიქნები მათ გვერდში იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ ყველანაირი საშუალება და უფლება, რომ ეს ქვეყანა დაიცვან როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული, სუვერენულის სახელმწიფო“


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…