სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

12 Feb. 2025, 19:35

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი შეხვედრა ეკონომისტებთან და ფინანსისტებთან. მივიღე მათი ანალიზი იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რაც დღეს სუფევს ქვეყანაში. ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკური იზოლაცია, რაც ქვეყანას შეეხო და რაც ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგია, გადავიდა ეკონომიკურ იზოლაციაში, რომელსაც შეიძლება უფრო ღრმა კრიზისი მოჰყვეს. ძალიან ძნელი სათქმელია, დღეს, ხვალ თუ ზეგ, მაგრამ ეს არის გამოწვევა მთლიანად ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის, რომელსაც ჩვენ თვალებში უნდა შევხედოთ. ჩვენ უნდა მოვნახოთ გზები, როგორ დავხვდეთ კრიზისს, თუ მართლა გაღრმავდა. ეს არის გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ ეს კრიზისი მოჰყვება პირდაპირ და მხოლოდ ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, ქვეყნის ჩაკეტვას და არა ოპოზიციას თუ ქუჩის პროტესტს, რისი პროპაგანდის მცდელობაც იქნება.

უნდა მოვნახოთ გზები, რა უნდა გაკეთდეს დღეს. იყო საუბარი ფონდის შექმნაზე, რომელიც იქნება უფრო ვრცელი, ვიდრე აქამდე რაც იყო. დღეს ქართული ოცნების ერთ-ერთი იარაღი ხალხის წინააღმდეგ არის უაზრო ჯარიმები და მას უნდა დავუპირისპიროთ სოლიდარობა. ამაზე არის მსჯელობა და უთუოდ მალე იქნება გადაწყვეტილებები მიღებული. მეორეს მხრივ, ასევე, უნდა ვიფიქროთ ცოტა უფრო შორს, რა უნდა გაკეთდეს, როგორც კი დაინიშნება ახალი არჩევნები და მოვა ახალი ხელისუფლება, რა იქნება მთავარი გამოწვევა და რა უნდა იყოს მთავარი და პირველი პასუხი, რომ ეს ქვეყანა არ ჩაიძიროს ქართულ ოცნებასთან ერთად. მე არ ვიცი, ვინ ჩანიშნავს და როგორ ჩაინიშნება, მაგრამ მე რომ მჯერა ახალი არჩევნების, ამაში ორი აზრი არ არის".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…