სალომე ზურაბიშვილი

5 Jun. 2025, 14:48

ძალიან აირია სიტუაცია ბევრი საკითხის მიმართ, რომელიც ვთვლი, დღეს მოითხოვს ჩემგან სიცხადეს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ უახლოეს მომავალსა და პოლიტიკურ განვითარებებზე.

საჭირო არის, რომ ვიცოდეთ რას ვამბობთ და საითკენ მივდივართ - ეს მსჯელობა ხელახლა დაიწყო საზოგადოებაში, როცა მე ვთვლიდი, რომ საჭირო იყო გადაგვედო ეს მსჯელობა შემდეგი პერიოდისთვის, რამეთუ დღეს უადგილოდ მეჩვენება, მაგრამ რადგანაც დაწყებული არის, საჭიროა, რომ მეც ვთქვა ჩემი სათქმელი

ამ შემთხვევაში, მე არ ვლაპარაკობ პლატფორმის სახელით ამ შემთხვევაში, ვლაპარაკობ ჩემი სახელით.

ადგილობრივი არჩევნების დანიშვნა და მათში მონაწილეობა, როცა ქვეყანაში გვყავს 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი ცოტა გასაკვირია და ჩემთვის, გაუგებარიც კი.

როცა არ არსებობს ამ ქვეყანაში და ამას ვხედავთ ყოველდღიურად, როცა ვუყურებთ რა ხდება სასამართლოში, რომ არანაირი ნდობა არავის შეიძლება ჰქონდეს სასამართლოსი და იმის, რომ არჩევნებში ასეთი სასამართლო თუ იქნება და არა ცვლილებები შეტანილი ამ სასამართლოში, რომ რომელიმე დავას გაამართლებს, რომელიმე პარტიისთვის - თუ ვინმეს ეს სჯერა, მაშინ ცოტა, როგორც მინიმუმ მიამიტობაზე უნდა ვისაუბროთ".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…