სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

5 Jun. 2025, 15:03

"პლატფორმის პირობებში შევიმუშავეთ დოკუმენტი, რომელიც შეთანხმებულია და აღნიშნავს ყველა იმ პირობას, ყველა იმ ცვლილებას, რაც უნდა იყოს შემოტანილი, როგორც საპარლამენტო არჩევნების წინაპირობა. ეს არის ის პირობები, რომლებიც წარვუდგინეთ, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ, არამხოლოდ საზოგადოებას, არამედ ჩვენს პარტნიორებს და ამ კუთხით გაგრძელდეს ზეწოლა რეჟიმზე. გარედან სანქციებით და პარტნიორების ზეწოლით. შიგნიდან პროტესტით, რომელიც არის ყველაზე ძლიერი ამ სამი კომპონენტიდან, რომელიც აუცილებელია. ასევე, პარტიებიდან, პოლიტიკური სპექტრიდან, რომელიც იქნება ეფექტური მხოლოდ მაშინ, თუ არის ერთიანი. ერთიანობის გარეშე დავიხუროთ ქუდები და წავიდეთ ცალ-ცალკე და ამ რეჟიმს, რომელიც ნახევრად ჩამოშლილია, მივცეთ ის გამარჯვება, რომელიც არც ეკუთვნის და ვერც აღწევს იმ პროტესტზე და იმ საზოგადოებაზე, რომელიც ასე შემართებით იბრძვის დღემდე.

ამიტომ, პოლიტიკური პარტიების პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ დაყენდნენ და მიხვდნენ იმას, რომ ერთიანობა აუცილებელია და ისიც, რომ სიტუაცია კარგად გაიგონ. რაც დროს გადის უფრო რეალურია, რომ საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები ერთობლივად იყოს. მაგრამ ეს არჩევნები მიღწეული იქნება მხოლოდ თუ პროტესტი გაგრძელდა, მხოლოდ თუ ჩვენი უცხოელი პარტნიორების ზეწოლა გაგრძელდა და თუ პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს ერთობლივად წარადგინონ თავიანთი ხედვა, თავიანთი ალტერნატივა მომავლისთვის".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…