გია ვოლსკი

30 Jun. 2025, 16:29

"როდესაც კამერას ხედავენ, სასამართლოს მიმდინარეობა, პრაქტიკულად, რაღაც ბრძოლის ველად არის ხოლმე გადაქცეული — მედიის ყოფნა სასამართლოში, ისევე როგორც ფოტო/ვიდეო გადაღების დაშვება, ემსახურება ერთ მთავარ მიზანს — სასამართლოს დისკრედიტაცია მოახდინონ და პროცესზე განხილული საკითხი პერფორმანსით გადაფარონ...მედიის ყოფნა სასამართლოში, ისევე როგორც ფოტო/ვიდეო გადაღების დაშვება, უფრო მეტად, ვიდეო გადაღების, ემსახურება ერთ მთავარ მიზანს - დისკრედიტაცია მოახდინოს სასამართლოსი და სასამართლოს პროცესზე განხილული საკითხი გადაფაროს პერფორმანსით. ამის იმდენი მაგალითი იყო უკვე, იმდენი ემოცია დაიხარჯა ამაში და ისეთი რაოდენობის პროპაგანდისტული, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, იძულებული გახდა სახელმწიფო, საკანონმდებლო ორგანო, რომ მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება სწორედ ისეთი, რომელიც არა ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში მოქმედებს. მთავარია, მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელსაც უნდა დაუპირისპირდეს ბრალმდებელი და ადვოკატი. ამ საკითხებთან მიმართებაში ინფორმაციის გავრცელების არანაირი პრობლემა არ არსებობს. პრობლემა არის ერთი, როდესაც კამერას ხედავენ, სასამართლოს მიმდინარეობა პრაქტიკულად, რაღაც ბრძოლის ველად არის ხოლმე გადაქცეული. ასე რომ გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით მართებულია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინფორმაცია არ უნდა გავრცელდეს, კომენტარები არ უნდა გააკეთონ ბრალდების მხარემ და დაცვის მხარემ. ყველაფერს სჭირდება გარკვეული სტანდარტის ფორმატში მოყვანა." 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…