გია ვოლსკი

4 Aug. 2025, 16:56

"ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე დიდი ხანია მუშაობა მიმდინარეობს. დღეს ევროსტრუქტურებს კარნახობენ, რომ ეს გამოყენებული იყოს შანტაჟისთვის ბერკეტად საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელიც არ თანხმდება საომარ პროცესებში ჩართვას და ქვეყნის ნგრევაზე არ აწერს ხელს. ხაბეიშვილს აქვს იმედი, რომ ევროკავშირი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საზოგადოებას გააღიზიანებს, ქუჩაში გამოიყვანს და სისხლის ღვრით და უკრაინიზაციის პროცესის განვითარებით, ხაბეიშვილს მოიყვანს ქვეყნის სათავეში. მთელი ისტორია ამაში მდგომარეობს. ხაბეიშვილს სჭირდება გაღიზიანებული ხალხი, გაღიზიანებული ახალგაზრდები იმისათვის, რათა საქართველოში სისხლი დაიღვაროს. ხაბეიშვილი ამ შემთხვევაში მარტო არ არის. ეს გეგმა ყველას აქვს, ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს ხაბეიშვილის გარდა. ხაბეიშვილიც იმიტომ ლაპარაკობს, რომ ვერც ერთ ნიშაში ვერ ჩაჯდა გარდა იმისა, რომ გამოვიდეს და ასეთი ხმლის ქნევით დაამახსოვროს საზოგადოებას თავი,"

განაცხადა "ოცნების" პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადების შეფასებისას.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლება უნდა დაემხოს, ოღონდ მშვიდობიანად


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…