რეზო კიკნაძე

რეზო კიკნაძე

19 Jul. 2025, 17:15

"პირადად მე, რაც არ უნდა დამემართოს, ვცდილობ ხოლმე, რომ მედგრად ვიდგე, მაგრამ სხვებს როცა უსჯიან, სულ ტირილით ვსკდები. ასე მოხდა გუშინ. გუშინ ჩემ მეგობარს, ანრი კვარაცხელიას მიუსაჯეს. იშვიათია მასავით უბოროტო და ალალ-მართალი ადამიანი. ვიცი, ახლა თავის ემიგრანტ დედაზე ნერვიულობს. გთხოვთ, მისწეროთ წერილები და გაამხნეოთ — ეს მისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ვინც წერილს ვერ აგზავნის, აქ კომენტარებში გაამხნევეთ და შევუგზავნით. ახლა სხვადასხვა საკნებში ვართ და მეც ვეცდები, მივწერო. ანრი, ჩემი ძმა ხარ! მიყვარხარ! აქედან მალე გავალთ — ამაყად და ყველას გავცემთ პასუხს, ვინც უსამართლოდ მოგვექცა.

P.S. — თეა წულუკიანო, ნანუკას ფრჩხილადაც არ ღირხარ, შე ბოროტების სამარევ."

დაწერა სინდისის პატიმარმა რეზო კიკნაძემ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 26 წლის ანრი კვარაცხელიას 4,5 წელი მიუსაჯა.

კვარაცხელიას გდდ-ს თანამშრომლისთვის ე.წ მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებოდნენ, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურატურის განმარტებით ეს "ქმედება" პოლიციელის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნას გულისხმობდა და შესაბამისად საქმე სისხლის სამართლის 353-ე მუხლით განიხილებოდა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ანრი კვარაცხელიას საქმეში დაზარალებული პოლიციელი არ არსებობს. პროკურატურის მიერ წარდგენილ კადრებში, დაცვის მხარის მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი ექსპერტიზის ფარგლებში, სამხარაულის ექსპერტიზამ განაცხადა, რომ ვიდეოში არსებული პირის ამოცნობა შეუძლებელია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…