თენგიზ შარმანაშვილი

23 Jul. 2025, 13:54

ჟორჟოლიანმა რატომ ამოარჩია წულუკიანი მაინც და მაინც?! თქვენ რა გგონიათ, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში მაშინ პირველი ინსტანციით განიხილავდა უზენაესი სასამართლო იმ საქმეებს, რომელი მუხლებითაც სიკვდილით დასჯა იყო განსაზღვრული?

წულუკიანის გარდა სხვა მოსამართლეები ვერ აღმოაჩინეს მთელი იმ წლების განმავლობაში, რომლებსაც სიკვდილით დასჯა აქვთ გამოტანილი ?.. დარწმუნებული ვარ, ნანუკა ჟორჟოლიანს მოუწევს სერიოზული პასუხის გაცემა სასამართლოს წინაშე მის მიერ გაცემული არასწორი ინფორმაციის გამო...

მე მაშინ ვიყავი დეპუტატი, როცა სისხლის სამართლის კოდექსიდან სიკვდილით დასჯა ამოვიღეთ... სააკაშვილს ჰქონდა 1 ხმა და მისცა ის 1 ხმა. სააკაშვილი ამას არ ხელმძღვანელობდა და ახლა რამდენიც არ უნდა იბრალოს ეგ არის ჯონი ხეცურიანის გაკეთებული. წიგნიც აქვს ამაზე გამოცემული და თუ არ ვცდები ჩემი სახელი და გვარიც ფიგურირებს...

"ქართული ოცნების" ლიდერი თეა წულუკიანი ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს სასამართლოში უჩივის. მისი თქმით, საქმე ეხება ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, "20 პირიანი სია სახელწოდებით: წულუკიანის მამის მიერ დახვრეტილი ხალხი". "ოცნების ლიდერმა ნანუკა ჟორჟოლიანი ცილისწამებაში დაადანაშაულა და დაწერა, რომ ამ ოცი ადამიანიდან 15 ცოცხალია. წულუკიანის გარდა მოსარჩელეები არიან მისი დედა, ძმა და ძმისშვილი.

ამის შესახებ ქართული ოცნების წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა თქვა.

ოცნების ერთ-ერთი ლიდერი თეა წულუკიანი ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს სასამართლოში უჩივის. მისი თქმით, საქმე ეხება ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, "20-პირიანი სია სახელწოდებით: წულუკიანის მამის მიერ დახვრეტილი ხალხი". ოცნების ლიდერმა ნანუკა ჟორჟოლიანი ცილისწამებაში დაადანაშაულა და დაწერა, რომ ამ ოცი ადამიანიდან 15 ცოცხალია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…