თენგიზ შარმანაშვილი

7 Oct. 2025, 12:06

"კანონი ამბობს, რომ ქუჩის გადაკეტვა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ იმ რაოდენობის ადამიანი შეგროვდება, როცა ტროტუარზე ვეღარ ეტევიან და ქუჩის სამოძრაო ნაწილზე გადადიან. ვიცავდით ამას? — არ ვიცავდით! ის რაოდენობა არ იყო, მაგრამ მომიტინგეებს მაინც არ მივუთითებდით, რომ ტროტუარზე გადასულიყვნენ და ავტომობილებისთვის გზა გაეხსნათ.

ლაპარაკია არა იმაზე, რომ რეპრესიები იქნება, არამედ ლაპარაკია იმაზე, რომ კანონს აღვასრულებთ — თუ იმ რაოდენობის ადამიანი არ შეგროვდება, რომ ქუჩის გადაკეტვას შეძლებენ, ამის საშუალება არ მიეცემათ. ეს კანონი ჩვენი ხელისუფლების გამოგონილი არ არის. ის დიდი ხანია მოქმედებს.

არც შანტაჟი იქნება, არც რეპრესიები იმ გაგებით, რაზეც ისინი ლაპარაკობენ - იქნება კანონის აღსრულება. უბრალოდ ამას აღარ მოვითმენთ!

დავინახეთ, რომ ამ კატეგორიის ადამიანები არც გაფრთხილებას ექვემდებარებიან, არც შეგონებას ექვემდებარებიან, რომ კანონი დაიცვან. რა თქმა უნდა, შესაბამისს კანონიერ ნაბიჯებს გადავდგამთ", — განაცხადა ოცნების წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…