კახა კალაძე

14 Sep. 2025, 18:32

"ჩვენი მიზანია, ყოველდღიურად რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე ჩქეფდეს თბილისის ქუჩებში, სავსე იყოს სკვერები, პარკები, სპორტული მოედნები ხალხით.
ჩვენი მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებით, მასშტაბური სამუშაოებით შესაძლებელია ამ ყველაფრის მიღწევა. ჩვენ გავაგრძელებთ ქუჩების, გამზირების რეაბილიტაცია-განახლებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებას, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, რომ დედაქალაქში გადაადგილება ყველაზე სწრაფი იყოს.

რვა წლის განმავლობაში ავტობუსებისა და მიკროავტობუსების პარკი მთლიანად განვაახლეთ.

ხომ გახსოვთ, როგორი გაუბედურებული ტრანსპორტი დადიოდა თბილისში, რა მდგომარეობაში იყო გამზირები, ქუჩები. ცხადია, ჯერ ყველგან ვერ მივედით, მაგრამ წინ გვაქვს მასშტაბური გეგმები განსახორციელებელი, რათა გაგრძელდეს თბილისის განვითარება".

განაცხადა კახა კალაძემ ვაკის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას. კახა კალაძე 2017 წლიდან თბილისის მერია და "ქართულმა ოცნებამ" მესამედ წარადგინა მისი კანდიდატურა ამ პოზიციაზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…