კახა კალაძე

21 Sep. 2025, 17:31

კახი კალაძე: "თქვენ ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ ანტიდემოკრატიული, ანტიევროპული, ანტიამერიკული გზავნილები გაგვეკეთებინოს. ჩვენ გვიწევს თავის დაცვა, ქვეყნის დაცვა, გვიწევს ხალხის დაცვა, ჩვენი სახელმწიფოს დაცვა. როდესაც ვისმენთ ცრუ მესიჯებს, როდესაც ვისმენთ ცილისწამებას, რა თქმა უნდა, ვინც არ უნდა იყოს, ამერიკიდან იქნება, ევროპიდან იქნება, რუსეთიდან იქნება, არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ უსაფუძვლოდ აკრიტიკოს ჩვენი ქვეყანა, შეურაცხყოფა მიაყენოს. ჩემი ქვეყანა ვიღაცამ თავისი ინტერესებისთვის გამოიყენოს, გასწიროს, როგორც ეს, მაგალითად, უკრაინის შემთხვევაში მოხდა — დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენ ამას არ და ვერ დავუშვებთ. არაერთხელ გავაკეთეთ განმარტებები, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის, რომ ურთიერთობები დავიწყოთ ახალი ფურცლიდან," 

— განაცხადა კახი კალაძემ. ცნობისთვის, "ქართული ოცნების" პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა. ყაველაშვილი აშშ-ს 21-26 სექტემბერს ესტუმრება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…