ირაკლი კუპრაძე

22 Sep. 2025, 13:57

"ოცნებით და სიცოცხლით სავსე ე.წ. ქალაქში პენსიონერებს უწევთ მძიმე რეალობასთან ბრძოლა. მათ უწევთ ბრძოლა გადარჩენისთვის. მაშინ, როცა მათი პენსია მერყეობს 350 ლარიდან 450 ლარამდე, შეუძლებელია მათთვის ძირითადი მედიკამენტების და სამედიცინო საჭიროებების მიღება. ყველა აუცილებლად საჭირო მედიკამენტის ფასი გაზრდილია. 2015 წელიდან დღემდე, "ქართული ოცნების" პირობებში, მაგალითად ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების ფასი გაზრდილია 236%-ით. გულსისხლძარღვთა მედიკამენტების ფასი გაზრდილია 61%-ით. თითოეულმა პენსიონერმა თბილისში და მთელ საქართველოში იცის, რამდენად რთულია აუცილებელი მედიკამენტების შეძენა. ჩვენ ჩავატარეთ ძალიან მარტივი და გასაგები ექსპერიმენტი და ძირითადი 10 მედიკამენტის ფასი, გადავამოწმეთ სააფთიაქო ქსელებში. საშუალოდ, ერთი თვის მარაგის მედიკამენტების ღირებულება არის 239 ლარი და 40 თეთრი, ანუ პენსიის, ნახევარზე ბევრად მეტი იხარჯება ძირითად მედიკამენტებში. უფასო წამლები დღეს პენსიონერებისთვის არის აუცილებელი, გარდაუვალი საჭირო ცვლილება, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მოვიტანთ. ის პროგრამული ჩანაწერი და პირობა, რომელსაც მე ვიძლევი, როგორც თბილისის მერობის კანდიდატი, არის ის, რომ ყველა პენსიონერს დედაქალაქში ექნება უფასო წამლები".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…