ირაკლი კუპრაძე

22 Sep. 2025, 15:27

დილით არჩევნებზე — საღამოს რუსთაველზე, ეს არის მნიშვნელოვანი ერთობის გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ დაპირისპირება ან განსხვავებული პოზიციები კი არ არსებობდეს პროდასავლურ ოპოზიციაში, არამედ ერთობაზე შევთანხმდეთ. თბილისში ბიძინა ივანიშვილი არის უმცირესობაში, გაყალბების პირობებშიც კი, 2024 წელს თბილისში არჩევნები ჩვენ მოვიგეთ, ხომ მოვიგეთ?! მოვიგეთ 60 ათასი ხმის უპირატესობით და დიდი უპირატესობით დამარცხდა ბიძინა ივანიშვილი გაყალბების პირობებშიც. დღეს ეს უპირატესობა კიდევ უფრო თვალნათელია.

თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე იქნება დამონტაჟებული ვიდეოკამერები, რომელიც აღწერს ყველა იმ პირს, ვინც შევა საარჩევნო უბანზე. აბა, გაბედოს ვინმემ, რომ სხვადასხვა უბანზე ერთი და იგივე ადამიანი შევიდეს, აბა გაბედოს ვინმემ, რომ შევიდნენ ისეთ უბანზე, სადაც რეგისტრირებული არ არიან. ყველას ჩანაწერი ფიზიკურად გვექნება ჩვენ და მოვთხოვთ აუცილებლად პასუხს. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, არის უალტერნატივო და ეს უნდა გვესმოდეს ყველას, თანაბრად. არ მისვლა საარჩევნო უბანთან ნიშნავს იმას, რომ კახა კალაძე სარგებლობს ჩვენი პასიურობით. მაღალი აქტივობის პირობებში, კახა კალაძე მარცხდება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…