კახა კალაძე

29 Sep. 2025, 11:26

კახა კალაძე: "მინდა, დავპატიჟო ყველა, მოდით და ნახეთ გლდანში რა გაკეთდა —დარწმუნებული ვარ, ყველა თბილისელი, ვისაც ჩვენი დედაქალაქი უყვარს, იამაყებს ამ პროექტით.

კარგად გვახსოვს, როგორი მოუწესრიგებელი მდგომარეობა იყო გლდანის პატარა ტბის გარშემო და დღეს ტერიტორია უკვე ყველანაირად რეაბილიტირებული, განახლებულია. მოეწყო სასეირნო და ველობილიკები, განათების სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები. ეს ყველაფერი თქვენია, რომელსაც უნდა მოვუაროთ, მივხედოთ.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვან სამუშაოებში. მადლობა ადგილობრივ მოსახლეობას, რადგან მათი თანადგომით შევძელით ამ ძალიან კარგი პროექტის განხორციელება. მინდა, დავპატიჟო ყველა, მოდით და ნახეთ გლდანში რა გაკეთდა, რა პროექტია განხორციელებული. დარწმუნებული ვარ, ყველა თბილისელი, ვისაც ჩვენი ულამაზესი დედაქალაქი უყვარს და უნდა მისი განვითარება, წინსვლა, იამაყებს ამ პროექტით.

ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას. გლდანში გვაქვს კიდევ ერთი ტბა, რომელიც ასევე ცუდ მდგომარეობაშია. სამწუხაროდ, ტერიტორია კერძო საკუთრებშია, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ და ვეცდებით, რომ იგი მუნიციპალიტეტს დავუბრუნოთ და ასეთივე პროექტი განვახორციელოთ. აქვე არის "ამერის" საფეხბურთო სკოლაც, რომელიც წლების განმავლობაში კერძო საკუთრებას წარმოადგენდა. იქ არსებული
მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს. ტერიტორია უკვე დავუბრუნეთ თბილისელებს და პირობას გაძლევთ, რომ ორ წელიწადში ის ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ცენტრი იქნება".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…