გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

21 Oct. 2025, 14:28

"გახარიას ჭკვიანად მოჰქონდა თავი და მისი ამომრჩეველი გაცილებით ჭკვიანი აღმოჩნდა და აიძულა, რომ მისი პარტია შესულიყო პარლამენტში, რაც იმას ნიშნავს, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ, კატასტროფულად დაბალი შედეგი მიიღო გახარიას პარტიამ თვითმმართველობის არჩევნებზე. პრაქტიკულად, ამ „ჭკვიან“ პოლიტიკოსს, გახარიას ერთი წელი დასჭირდა რომ მიმხვდარიყო, პარლამენტი ლეგიტიმური იყო და თუ ასე გააგრძელებს, სადღაც 80 წლის ასაკში, ალბათ, საშუალო დონის პოლიტიკოსად ჩამოყალიბდება.

ჩვენ ადრეც ვამბობდით, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო არა მარტო გახარიას, ნებისმიერი პარტიის შემოუსვლელობა პარლამენტში იმ მიზეზით, რომ ვითომ არ იყო ლეგიტიმური. ყველამ კარგად დაინახა რომ არანაირი გაყალბება არ იყო და ლეგიტიმური იყო პარლამენტი, მაგრამ ამ შემთხვევაში დაიწყეს თამაში. ამ თამაშს აჰყვა გახარია და მოინდომა კიდევ უფრო თამაში და მოცურდა. მოცურდა იმას ნიშნავს, რომ თავისი ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგა. რომ დაკარგა მიხვდა, რომ ყველა მხრიდან იქნება ბულინგის მსხვერპლი და პრაქტიკულად, პოლიტიკური თავშესაფარი მითხოვა იმით რომ ახლა შემოდის პარლამენტში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…