გურამ მაჭარაშვილი

9 Jun. 2026, 13:33

გურამ მაჭარაშვული: "ვიზალიბერალიზაცია საქართველომ მიიღო დამსახურებით და არა ავანსად და იმის გამო, რომ ქვეყანას შეღავათი გაუწიეს და ვიზალიბერალიზაცია მისცეს.

ვიზალიბერალიზაციის გაუქმებისთვის არანაირი ტექნიკური მიზეზი, მათ შორის სამართლებრივი, არ არსებობს, მაგრამ არსებობს პოლიტიკური ფაქტორები. ახლა ისევე როგორც კანდიდატის სტატუსი, ვიზალიბერალიზაცია ევრობიუროკრატიას აქვს სავაჭრო საგნად გადაქცეული. შემდეგ მათი აქაური წარმომადგენლობა — "ნაცმოძრაობისა" და მათი "ენჯეოების" სახით ნარატივს მისდევენ, რომ თითქოს საქართველოში რამე ანტიევროპული მოძრაობაა. ყველამ დაინახა, რომ ანტიევროპული მოძრაობა არ არის - აქ არის ქრისტიანულ ღირებულებაზე დაფუძნებული ღირებულებები - როგორც ქართული, ასევე ევროპული.

ვიზალიბერალიზაცია, ისევე როგორც არც ერთი სხვა მექანიზმი, ფოჩიანი კანფეტი არ არის, რომ ვინმეს ან მისცე ან არა. ეს არის ურთიერთობებზე დაფუძნებული ღირებულება. ნუ აუჩემებია "ნაცმოძრაობას" და მის წარმომადგენლობას, რომ ზოგადად ქართველი ხალხის ევროპული ღირებულება თითქოს დგას იმაზე, რასაც დღეს ევროკავშირი ატარებს — ასე არ არის!

ვინმეს თუ გონია, რომ სულხან-საბა ორბელიანი იმიტომ ჩავიდა ევროპაში, რომ იქიდან მერე კაცების ქორწინება წამოეღო საქართველოში, ძალიან ცდება. ან სუვერენიტეტი უნდა დაეთმო სულხან-საბა ორბელიანს, რომ წაიღეთ ჩვენი სუვერენიტეტი, ოღონდ ევროპის წევრი გავხდეთო. წაიკითხონ — მართალია, არ უყვართ წიგნის კითხვა, მაგრამ წაიკითხონ, რისთვის ჩადიოდნენ იქ ჩვენი წინაპრები.

ჩადიოდნენ იმიტომ, რომ ევროპული ღირებულება არის ქრისტიანულ კულტურაზე დაფუძნებული ღირებულება და საქართველო არის ქრისტიანულ კულტურაზე დაფუძნებული ღირებულების მქონე ქვეყანა. აქედან გამომდინარეა, როცა ვამბობთ, რომ ევროპული ოჯახის წევრი არის სახელმწიფო და არა იმის გამო, რომ ტერიტორიულად შეიძლება არ იყო იქ ევროპა ან იყო.

ის, რასაც დღეს ევრობიუროკრატია აკეთებს და ის, რასაც გვთავაზობს ჩვენ, რომ ან დააკანონე აქ ლგბტ პროპაგანდა და გადმომეცი სუვერენიტეტი, ან არა და მე გაგიუქმებ ვიზალიბერალიზაციასო — ეს არ არის ევროპული ღირებულება. ეს არ არის ქართველი ხალხის არჩევანი.

თუ ვინმეს გონია, რომ სულხან-საბა ორბელიანი იქ ჩადიოდა იმიტომ, რომ მერე ევროპას და მათ აქაურ წარმომადგენლობას შესძლებოდათ, რომ საქართველოს ეკლესია ეგინებინათ, შეევიწროებინათ - ასე არ ყოფილა. ისტორიული არჩევანი ქართველ ხალხს გაკეთებული ჰქონდა და აქვს იმიტომ, რომ ევროპული ღირებულება არის ქრისტიანულ კულტურაზე დაფუძნებული ღირებულება და ტყუილად ჰგონია აქ ვინმეს, რომ დღევანდელი ევრობიუროკრატია რასაც სთავაზობს, მათ შორის თავის წევრებს, რომ სუვერენიტეტი წაიღონ მთლიანად, იქ ლგბტ პროპაგანდა დააფუძნონ და ომები აწარმოონ სადაც უნდათ — ეს არ არის ევროპული ღირებულება".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…