დავით მათიკაშვილი

25 Nov. 2025, 16:24

"11 მილიარდ დოლარზე იყო საუბარი, რომელიც გადმოირიცხა 2024 წელს ჩვენი ემიგრაციისგან. არა, 11 მილიარდი არ გადმორიცხულა, გადმოირიცხა 3 მლრდ 300 მილიონი დოლარი. ეს არის ძალიან დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი თანხა. ძალიან ბუნებრივია, რომ ყველა ოჯახი მადლობელია და სწორად უყურებს ამ მნიშვნელოვან შენატანს საკუთარი ქვეყნისა, საკუთარი ოჯახების კეთილდღეობაში, მაგრამ ისიც უნდა გავიაზროთ, რომ ეს ფული ბიუჯეტში ხომ არ ჩარიცხულა? ეს ფული ჩაერიცხა, კონკრეტულ ადამიანებს და კონკრეტულად იმ მოქალაქეებს, ვისი ოჯახის წევრებიც უცხოეთში იმყოფებიან. სავსებით გასაგებია ჩვენთვის, ეს რამხელა შრომასთან და რამხელა ენერგიასთან არის დაკავშირებული, რომ ეს ადამიანები იქ ნაღვაწის მნიშვნელოვან პროცენტს საკუთარ ქვეყანაში გზავნიან, თუმცა მაინც უნდა ვიყოთ ზუსტი, არ უნდა მოვატყუოთ საზოგადოება — არა 11 მილიარდზე, არამედ 3 მილიარდ 300 მილიონი აშშ დოლარზე საუბარია. შესაბამისად, ცვლილებების მიზნებიდან გამომდინარე, აბსოლუტურად გამართლებულია აღნიშნული ცვლილებების მიღება, წინ არის მეორე მოსმენა".

განაცხადა "ოცნების" წევრმა, დავით მათიკაშვილმა “საარჩევნო კოდექსის“ კანონპროექტზე საუბრისას, რომლის მიხედვითაც ემიგრანტები უცხოეთში ხმის მიცემას ვეღარ შეძლებენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…