დავით მათიკაშვილი

5 Dec. 2025, 16:10

დავით მათიკაშვილი: "ჩვენ მოვისმინეთ ქართული სამედიცინო საზოგადოების შეხედულება იმ დასკვნებზე, რომელიც BBC-ზე იყო გაშუქებული და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ის მტკნარი სიცრუე, რომელიც აქ, თითქოს, სამედიცინო სექტორთან დაკავშირებული რადიკალების მიერ ჩატარებული კვლევებით, ვითომ, დადგინდა. ჩვენ ვართ 9 აპრილის მომსწრე, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს ქიმიური ნივთიერებების გამოყენება დიდ მასაში. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ მსგავსი ქმედების ფონზე საავადმყოფოები ივსება პაციენტებით.

ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ამგვარი ქმედება იწვევს ადამიანის ჯანმრთელობის სერიოზულ დაზიანებას და ეს დაზიანება აუცილებლად აისახება სტატისტიკაზე იმ თვალსაზრისით, რომ სამედიცინო სექტორთან მიმართვიანობა იქნებოდა აუცილებლად გახშირებული. ტოქსიკური მოწამვლის არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა იმ აქციების შემდეგ მიმართვიანობის თვალსაზრისით. ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის მზაკვრული გეგმის ნაწილი, რომ ჩვენი ქვეყანა პროქსი საშუალებად გამოიყენონ, ჩვენი ხალხი გამტარად გამოიყენონ იმ გეგმებისთვის, რაზეც პრაქტიკულად, უკვე დაუფარავად საუბრობენ.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ იმისთვის, რომ მოხდეს BBC-ის რეპორტაჟში არსებული ფაქტების პირდაპირ უარყოფა და BBC-ის აუცილებლად დაევალოს ქართველი ხალხის წინაშე ბოდიშის მოხდა იმ დიდი სიცრუისთვის და მზაკვრობისთვის, რომელიც მის მიერ გაშუქებულ რეპორტაჟში იყო".

— განაცახდა ოცნების დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა. შეგახსენებთ, კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ოცნებისთვის" მნიშვნელოვანია BBC-მ პასუხი აგოს "ცრუ ინფორმაციის" გავრცელებაზე და ამ ფაქტთან დაკაშირებით ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას და "საჭიროების შემთხვევაში" საერთაშორისო მართლმსაჯულებას მიმართავენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…