ელენე ხოშტარია

31 Dec. 2025, 11:12

"გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და ერთი რამის გაზიარება მინდა.

პოლიტპატიმრები განებივრებულები ვართ ჩვენი გასაჭირის აღიარებით, სოლიდარობის გამოხატვით. სინამდვილეში, კი ტვირთი, რომელსაც ბრძოლაში ჩართული ხალხი ზიდავს, არანაკლებია, მეტი თუ არა. ტვირთები არ დარდება, ყველა ინდივიდუალურად ზიდავს.

ამიტომ ამ ახალ წელს მე მინდა, გამოვხატო მადლიერება და სოლიდარობა თქვენ მიმართ: რუსთაველის მცველების, ადვოკატების, განსაკუთრებულად ჟურნალისტების მიმართ.

გარეთაც ვიყავი შარშან ახალ წელს და ახლა ციხეში ვარ. ნაცნობია ჩემთვის ყელში რომ გეჩხირება ლუკმა და ვერ ილხენ, მაგრამ ჩემი მხრივ მინდა, გითხრათ, რაც უფრო კარგ ემოციებს მიიღებთ ამ დღეებში, მე პირადად ნამდვილად უფრო გავიხარებ! გილოცავთ!"

წერია "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილში, რომელიც სოლიდარობის აქციაზე წაიკითხეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…