ელენე ხოშტარია

11 Feb. 2026, 10:47

"ძალიან სასიხარულოა ვენსის ვიზიტი სომხეთ-აზერბაიჯანში! ვულოცავ ჩვენს მეგობრებს რეგიონის შავი ხვრელიდან გაღწევისაკენ გადადგმულ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს.

ჩვენ არაერთხელ ვიკისრეთ მსგავსი როლი რეგიონში. ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის ასეთი ხილული შევიწროება და ნამდვილი მშვიდობის კონტურების გამოკვეთა, რასაც ყოველთვის მოჰყვება გარღვევა განვითარების, ინვესტიციების, გამდიდრების კუთხით.

ასევე სასიხარულოა ქართველი აქტივისტების ხილვა ერევანში და სომხების აშკარა კეთილგანწყობა მათ მიმართ.

რაც შეგვეხება ჩვენ: შეულამაზებელი რეალობა ცვლილების ერთადერთი სწორი საფუძველია. ამიტომ შევხედოთ ამ ვიზიტს, როგორც სარკეს. წუწუნი სრულიად უადგილოა. ეს დე-ფაქტო ბანდა კიდევ უფრო უარეს რეალობას შექმნის.

ამიტომ ვკონცენტრირდეთ გასაკეთებელზე:

1. დასაგეგმია დიდი აქცია, ძალების მოკრება და ყველა მოთამაშის მიერ ხალხის ერთობლივად მობილიზება — როგორც განაცხადი, კარგად შესამჩნევი განაცხადი, რომ ხალხი იბრძვის.

2. ოპოზიციამ უნდა წარმოვადგინოთ ქვეყნის შიგნით და გარეთ საერთო ხედვა საქართველოს როლის შესახებ ახალ გეოპოლიტიკაში — საგარეო პოლიტიკური ალტერნატივა. ის უნდა წარვადგინოთ ხმამაღლა და სხვადასხვა ფორმით ჩვენი პარტნიორი ქვეყნების დედაქალაქებში.

3. რეგიონული უსაფრთხოების ხედვა თავისუფალი, სანდო, დემოკრატიული, ერთიანი სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს პასუხისმგებლობების შესახებ ამ პროცესში.

პ.ს. რეჟიმის არაღიარების დამსახურებაა, რომ საქართველოსთვის კარი მოჯახუნებული არ არის და ბიძინას არ ენდობიან. ოპოზიციურ ალტერნატივის ჩვენება საერთაშორისოდ რეჟიმის ცვლილების შანსებს მნიშვნელოვნად გაზრდის.

ვიმოქმედოთ! ბოლომდე!".

პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, აშშ-ის ვიცე პრეზიდენდი ჯეი დი ვენსი ოფიციალური ვიზიტით 9 თებერვალს სომხეთს, ხოლო 10-11 თებერვალს აზერბაიჯანს ეწვია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…