ელენე ხოშტარია

16 Apr. 2026, 15:11

ერთი, რაც ნამდვილად გვაჩვენა უნგრეთის მაგალითმა, არის ის, რომ არ არსებობს "უნგრული დეპრესია", არსებობს უნგრული გამარჯვება, ასევე არსებობს მოლდოვური გამარჯვება და ამ ორივეს ერთად ჰქვია სხვადასხვა კონტექსტში, სხვადასხვა ტაქტიკით, მაგრამ ევროპული სიმართლის იდეის გამარჯვება. ასევე, არსებობს ქართული უპრეცედენტო ბრძოლა და ყველა წინაპირობა, რომ შევქმნათ — მესამე ქართული გამარჯვება. ამაში ორივე მაგალითი გვეხმარება.

რა შეიძლება გავაკეთოთ კონკრეტულად უნგრული არჩევნების მერე:

1. შეძლებისდაგვარად სწრაფად ვთხოვოთ უნგრელებს, გაგვიზიარონ პროპაგანდასთან ბრძოლის ტაქტიკის გამოცდილება;

2. შევუტიოთ ოცნებას ერთიანი ძალებით იმ სუსტ წერტილებში, რაც ორბანის "დაცემამ" გამოავლინა — ოცნების ტყუილები, რუსეთთან კავშირები;

3. საერთაშორისო და უნგრულ ორგანიზაციებს ვთხოვოთ დაგვეხმარონ ორბანი-ოცნება კორუფციული და რუსული ბინძური საქმეების გამოვლენაში;

4. ევროკავშირში შექმნილი წარმატების და კონსენსუსის დაბრუნების პირობებში, გავაქტიურდეთ ბრუსელში. მთავარი ამოცანა სამართლიანი არჩევნებია;

5. გავაქტიურდეთ 26 მაისის მზადებაში, გავიშალოთ მთელ ქვეყანაში, გამოვიყენოთ ყველა საკომუნიკაციო გზა, რომ 26 მაისს ვიყოთ უპრეცენდენტოდ ბევრნი. ეს აჩვენებს შეტევის განწყობას პარტნიორებდაკარგულ ოცნებას და საერთაშორისო თანამეგობრობას შეახსენებს, რომ რიგში საქართველოს გათავისუფლებაა, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძვით;

6. მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს.

ბოლომდე!!!
რუსთავის ქალთა ციხე
15/04/2026


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…