ელენე ხოშტარია

27 Apr. 2026, 16:27

"მინდა გამოვხატო ჩემი უდიდესი პატივისცემა, აღფრთოვანება და სიყვარული ქუთაისელების მიმართ, დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების მხარდასაჭერი სოლიდარობის აქციის გამო!

ძალიან მნიშვნელოვანი, სიმართლის, სიკეთის და დიდი ძალის მატარებელი იყო ეს აქცია! ხშირად Facebook-ის ქარიშხლები, პირადი კინკლაობები, მთავარის დანახვაში გვიშლის ხელს.

ქუთაისის აქცია კი იყო ის მაგალითი, რომელიც მაქსიმალურად გვჭირდება ახლა!
ალიანსს მოკითხვაც დავაბარე თქვენთან! 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 17:00 საათზე, კანცელარიასთან დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდასაჭერი აქციაა!

რუსთავის ქალთა ციხე
27/04/2026"

— წერს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერი, ელენე ხოშტარია ციხიდან.

ხოშტარიას კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე მარკერით "რუსული ოცნების" დაწერისთვის 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…